საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან კილიან მბაპეს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატი ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
.„ნეიმარი არის ნეიმარი. მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვისაა და ის იქ აუცილებლად იქნება. მუნდიალი ნეიმარის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ანჩელოტის არ შევეკამათები“ – იუწყება „რეალის“ ფორვარდის ნათქვამს ბრაზილიური გამოცემა Globo.
34 წლის ნეიმარი 26 მარტს საფრანგეთთან ისპარინგებს, ხოლო 1 აპრილს ხორვატიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ნეიმარით იმედგაცრუელბულია და „სანტოსის“ თავდამსხმელმს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების მინიმალური შანსი აქვს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა „სანტოსში“ 5 მატჩში ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





