გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონშიფში საგოლე პასი ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა. 36-ე ტურში „უოტფორდმა“ შინ „ვრექსემი“ 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. მე-18 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს მან ქუსლით პასი ბოლას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ჩაკვეტაძემ 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „უოტფორდში“ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ. უოტფორდელები 55 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





