საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში ფეხბურთელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.
დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში თებერვალში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, თავის ანგარიშზე ერთი გოლი საფრანგეთის თასზე ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი





