„სენტ-ეტიენმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილია, საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში სტუმრად „გრენობლთან“ ვერ მოიგო. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 25 წლის დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „სენტ-ეტიენი“ 50 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





