თბილისური დერბი უგოლოდ დასრულდა

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური თბილისური დერბით გაიხსნა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
მატჩის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი ხარაიშვილმა ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
შესვენებამდე ანგარიშის გახსნის შანსი „დინამოს“ ორჯერ ჰქონდა – პირველ შემთხვევაში საჯარიმოში მყოფი ღუდუშაურის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია, ხოლო მეორედ მასპინძლების კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან თავიდ ვერ გაიტანა.
მეორე ნახევრის დასაწყისში „დინამოდან“ თავის გამოჩენა გიორგი ხარებაშვილს ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 5 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო გუგა ნერგაძის გაწვრთნილ „იბერიას“ 4 ქულა აქვს და მეხუთეა.
დინამო თბ 0:0 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი