გულიაშვილს ორი გოლი არ ჩაუთვალეს

0
7

სანტანდერის „რასინგი“, სადაც გიორგი გულიაშვილი თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში სტუმრად „კულტურალ ლეონესას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
განვლილ მატჩში გულიაშვილმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო, მაგრამ არცერთი გოლი ჩაუთვალეს – ერთ შემთხვევაში თამაშგარე მის ასისტენტზე დააფიქსირეს, ხოლო მეორედ თავად გიორგიზე.
მატჩის 38-ე წუთზე „რასინგიდან“ ანგარიში ანდრეს მარტინმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 57-ე წუთზე ივან კალერომ გაიტანა. 83-ე წუთზე მარტინმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. „რასინგი“ 59 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ლა კორუნიას „დეპორტივოს“  7 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი