ზაქარია ბეგლარიშვილისთვის, რომელიც „ნომეში“ გამოდის, ესტონეთის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტური წარმატებული აღმოჩნდა. „ნომემ“ „პიარნუს“ უმასპინძლა და 7:1 დაამარცხა.
ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით ბურთი „ცხრიანში“ შეაგდო. მე-17 წუთზე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დაკოსტას გაატანინა, 53-ე წუთზე – მორიშიგეს, ხოლო 70-ე წუთზე – ოუნაპუს.
35 წლის ბეგლარიშვილი, რომელსაც ტალინის „ფლორას“ და „ლევადიას“ რიგებში ესტონეთში არაერთი ტიტული მოუგია, „ნომეს“ შარშან შეუერთდა და რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 17 გოლი შეაგდო, პლუს 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





