ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორზმა” “დალასს მავერიქსს” უმასპინძლა და მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ტეხასელთა გუნდს უპრობლემოდ 122:92 სძლია.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა და ამ საასპარეზო დროის განმავლობაში ნაყოფიერადაც გაისარჯა – 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა-დაფარება შეასრულა. ამასთან, ისიც სათქმელია, სანდროს ბურთი რომ არ დაუკარგავს
ასოციაციაში კანადის წარმომადგენელს 36 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი უკავია, მომდევნო ასპარეზობას კი “ქვეწარმავლები” ტეხასის “ჰიუსტონ როკითსთან” ჩაატარებენ.





