ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში, თორნიკე შენგელიას “ბარსელონა” “ბრეოგანს” ესტუმრა და იოლად, 109:78 იმარჯვა.
ეს მატჩი რამდენიმე ასპექტით იყო გამოსაყოფი საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიასთვის. მან 200-ე შეხვედრა ჩაატარა ლიგა ენდესაში და საიუბილეო მატჩში პარკეტზე საუკეთესო იყო. თოკომ ათიდან ათივე ორქულიანი ზუსტად გამოიყენა, 22 წუთში 21 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა.
“ბარსელონა” ლიგა ენდესაში მესამე ადგილზეა (15 მოგება, 6 მარცხი) და მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით 13 მარტს, “ჰაპოელთან” ჩაატარებს.





