„სპორტინგმა“ ქოჩორაშვილის გარეშე თასზე „პორტუს“ მოუგო

0
13

ლისაბონის „სპორტინგმა“ პორტუგალიის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში სახლში ჩემპიონატის ლიდერ „პორტუს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ტრავმის გამო მასპინძლებში ისევ არ უთამაშია.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მასპინძლების კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა 62-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 22 აპრილს შედგება.
ლაშა თაბაგარი