„ლივერპულის“ სენსაციური მარცხი

0
28

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად აუტსაიდერ „ვულვზთან“ სენსაციურად 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 78-ე წუთზე მასპინძლები გომესმა დააწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე სალაჰმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ეგვიპტელმა ფორვარდმა ბოლო სამ თვეში გოლი პირველად გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ვულვზიდან“ თავი ანდრემ გამოიჩინა.
„ლივერპული“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში 5 თამაში 90 წუთის ამოწურვის შემდეგ გაშვებული გოლის გამო წააგო. „ვულვზთან“ შეხვედრამდე მერსისაიდელები 25-ე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2), 23-ე ტურში „ბორნმუთთან“ (2:3), მე-7 ტურში „ჩელსისთან“ (1:2) და მე-6 ტურში „კრისტალ პალასთან“  (1:2) დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი