„პოდბრეზოვა“, რომელშიც ლუკა სილაგაძე გამოდის, სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში „პოდბრეზოვამ“ ტრნავის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 4:1 სძლია.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები ავტოგოლის გამო მე-19 წუთზე აგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ, „პოდბრეზოვამ“ კიდევ 2 ბურთი გაიტანა და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ტრნაველებში შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა ხორხელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა გიორგი მოისწრაფიშვილმა მოედანი 59-ე წუთზე დატოვა.
ლაშა თაბაგარი





