პორტუგალიაში ქართველების დაპირისპირება არ შედგა

0
6

პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, შინ 3:0 სძლია „ეშტორილს“, რომლის რიგებში ნოდარ ლომინაძე ირიცხება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან არცერთს უთამაშია – ქოჩორაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ლომინაძე თადარიგში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გახსნა, რომელმაც ათ წუთში დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი ბრაგანცამ დასვა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 61 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩება. „ეშტორილი“ 33 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი