სანტანდერის „რასინგმა“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 27-ე ტურში „ბურგოსს“ უმასპინძლა და 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ისევ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 71-ე წუთზე შეცვალეს. ის ესპანეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და სეგუნდაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე მარტინმა გაიტანა. „რასინგს“ 50 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა – მეორეადგილოსან „კასტელიონს“ ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





