მამაგეიშვილმა პენალტი გამოიმუშავა – კიტეიშვილი ტრავმირებულია

0
10

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში „ლინცს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გრაცელებში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს ფეხის კუნთის ტრავმის მიზეზით არ უთამაშია.
ჩვენი 21-წლამდელების ექსნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. 34-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფ მამაგეიშვილს „ლინცის“ მცველმა ფეხი ფეხში უხეშად ამოარტყა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბეგანოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. მამაგეიშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს.
მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 34 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი