გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ განაცხადში ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოხვდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ტრავმირებულია და ამიტომ, ვერ ვარჯიშობს.
პორტუგალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „სპორტინგი“ სტუმრად „მორეირენსეს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. მატჩის 52-ე წუთზე ანგარიში ტრინკაომ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში მასპინძლები კარი კატამომ აიღო. 75-ე წუთზე ლისაბონელებში თავი კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 58 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ქულით ჩამორჩება „პორტუს“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ქოჩორაშვილმა, რომელიც „სპორტინგში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, პორტუგალიის ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მან პორტუგალიის თასზე 3-ჯერ იასპარეზა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზის ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





