სილაგაძის მეორე საგოლე პასი სლოვაკეთში

0
10

ლუკა სილაგაძემ, რომელიც „პოდბრეზოვას“ ზამთარში შეუერთდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-3 თამაში ჩაატარა და მეორე საგოლე პასი მიითვალა. 21-ე ტურში „პოდბრეზოვამ“ სტუმრად ტრნავის „სპარტაკი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი სილაგაძის გადაცემის მერე, ლუკამ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 66-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლების სასტარტოში ლუკა სილაგაძე მოხვდა, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. „პოდბრეზოვა“ 33 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
„დუნაისკა სტრედამ“ „სკალიცა“ მიიღო და 3:2 აჯობა. მასპინძლებში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ფორვარდი გიორგი გაგუა განაცხადში არ იყო. „დუნაისკა სტრედა“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და ამდენივე ქულა აქვს გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
„ტრენჩინი“ სახლში „მიხალოვცესთან“ 1:2 დამარცხდა, ქართველმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „მიხალოვცე“ 29 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი