ბათუმის „დინამო“ ბოლო სპარინგშიც დამარცხდა

0
28

ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ჟეტისუსთან“ ჩაატარა და 10:3 დამარცხდა. ყაზახებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, ხოლო მე-15 წუთზე თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. „ჟეტისუმ“ მესამე გოლი 25-ე წუთზე გაიტანა. ბათუმელებიდან თავის შეხვედრის მე-80 წუთზე გოგმაჩაძემ შეაგდო.
განვლილ შეხვედრაში „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე (კ), კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, მარა. ჯაფარიძე, კოხრეიძე, კირკიტაძე, მანდრიჩენკო.
სათადარიგოები: ისმაილოვი, მახარაძე, თურმანიძე, ცხომელიძე, თედორაძე, დუმბაძე, გოგრაჭაძე, გოგმაჩაძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, ხოზრევანიძე,
მიკროტრავმების გამო განვლილი შეხვედრა მამუკა კობახიძემ, ლუკა წულუკიძემ, გიორგი ფუტკარაძემ და მირიან ზოიძემ გამოტოვეს. პირველ ტაიმში ქაფიანიძე და ლაკვეხელიანი დაშავდნენ, რომლებიც ჭიაბრიშვილმა შეცვალა.
ცნობისთვის. „დინამომ“ შეკრებაზე 7 თამაში ჩაატარა და ყველა წააგო.
ლაშა თაბაგარი