ცოტნე ფაცაცია კარიერას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში განაგრძობს. 25 შემტევი ნახევარმცველი ლიგის დებიუტანტ ტყიბულის „მეშახტეში“ ითამაშებს, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი ლადო ბურდული წვრთნის.
ფაცაცია გასული წლის ივნისში ქუთაისის „ტორპედოდან“ გაუშვეს და ალბანეთის „ტირანას“ მიაშურა, სადაც ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში ასევე მარტვილის “მერანში”, “გაგრაში”, ქობულეთის “შუქურაში” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
ფაცაციას გარდა, “მეშახტეში” ითამაშებს 21 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ტარიკ შიკალო, რომელიც მანამდე სამშბობლოში ველეჟის “მოსტარში” გამოდიოდა. აგრეთვე, ტყიბულელთა ღირსებას 29 წლის უკრაინელი შუახაზელი მაქსიმ პიროგოვი ითამაშებს, რომელიც ბოლოს ლიეტუვას “სუდუვაში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





