„ლივერპულმა“ უიღბლო სერია დაასრულა – მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია

0
28

„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში შინ „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა და 4:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს არნე ლოსტმა ისევ ბრაზილიელი ალისონი ამჯობინა.
მატჩის 36-ე წუთზე გორდონმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე ვირცი მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და პასი ეკიტიკეს მისცა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა. 43-ე წუთზე კერკეზმა თავისი ნახევრიდან გადაცემა ეკიტიკეს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში შეჭრილი ერთ მეტოქის გაეცა და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო. 67-ე წუთზე „ნიუკასლის“ კარი ვირცმა აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კონატემ დასვა. „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშიდან პირველად მოიგო – მანამდე 4 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. მერსისაიდელები 39 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან.
ოეუნის შემდეგ 23 წლის და 225 დღის ეკიტიკე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა. ოუენმა ეს 21 წლის და 138 დღისამ მოახერხა.
ლაშა თაბაგარი