დავითაშვილის ტაიმი გამოჯანმრთელების შემდეგ

0
20

ზურიკო დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და „სენტ-ეტიენში“ ითამაშა. საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში „ბულონს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-8 წუთზე ლეკოლიემ გახსნა. 26-ე წუთზე მასპინძლების პორტუგალიელმა მცველმა ფერეირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. დავითაშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის დავითაშვილმა თასზე ერთხელ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.„სენტ-ეტიენმა“ 34 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მტკ შინ „კაზენბარციკასთან“ 1:3 წააგო. მასპინძლებში ქართველმა მცველმა ირაკლი ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მტკ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ეშტორილმა“ გასვლაზე „სანტა კლარას“ 4:2 აჯობა. გამარჯვებულებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ნოდარ ლომინაძეს არ უთამაშია. „ეშტორილი“ 29 ქულით 18 გუნდში მერვეა.

ლაშა თაბაგარი