გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც 6 სექტემბერს „ალმერიასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელდა და „კადისის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში „კადისი“ შინ „ოვიედოსთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების განაპირა მცველი 72-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლების განაცხადში ისევ ვერ მოხვდა გარემარბი იური ტაბატაძე, რომელიც გასულ სეზონში მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
მატჩის 23-ე წუთზე ანგარიში პედროლამ გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე „კადისის“ კარი ჩაირამ აიღო. მასპინძლებიდან თავი 83-ე წუთზე იზეტამ გამოიჩინა. „კადისმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 10 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





