მამუკელაშვილი – კვლავ 13 და მოგება “ქართულ დერბიში”

0
31

ტორონტოში “ქართული დერბი” ჩატარდა – Scotiabank Arena-ს პარკეტზე ერთმანეთს “ტორონტო რეპტორზი” და “ორლანდო მეჯიქი” შეხვდნენ. პირველ პერიოდში ფლორიდელებმა 11 ქულით იმარჯვეს, ამავე სხვაობით მოიგეს დასკვნითი 12 წუთეული მონაკვეთი კანადელებმა, მეორე პერიოდი ფრედ დასრულდა, მესამეში მასპინძლებმა ქულით იმარჯვეს და სწორედ ეს ქულა აღმოჩნდა “რეპტორზისთვის” მოგებიანი – 107:106.
ავსტრიელი პიოლტლის არყოფნის დროს სანდრო მამუკელაშვილი ხშირად ტორონტოელთა სასტარტო შემადგენლობაში ხვდება და ამჯერადაც ქართველმა მატჩი კანადელთა ძირითად ხუთეულში დაიწყო. მამუმ პარკეტზე 23 სათამაშო წუთი გაატარა და “ქვეწარმავლებს” 13 ქულით, 4 მოხსნით და თითო შედეგიანი გადაცემა-ჩაჭრა-დაფარებით შეეშველა. ზედიზედ მესამე მატჩში სანდრომ ტორონტოელებს 13 ქულა მოუპოვა.
ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე პარკეტს ორი ქულით, 5 მოხსნით (ორი მეტოქის ფარზე) და ორი დაფარებით დაუბრუნდა.
„ტორონტო“ 20 გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა, ხოლო „ორლანდო“ 18 მოგებითა და 15 წაგებით მეექვსე ადგილზეა.