გოგლიჩიძე საზარდულმა შეაწუხა

0
19

საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ განაცხადში სერია A-ს მე-17 ტურში სტუმრად რომის „ლაციოს“ განაცხადში ვერ მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს საზარდულის ტრავმა აქვს და უცნობია 3 იანვარს „ტორინოს“ წინააღმდეგ თუ ითამაშებს.
რომში ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა და სტუმრები მე-80 წუთზე „ლაციოს“ მცველის სოლეტის ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში დევისმა გაათანაბრა.
21 წლის გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა სათამაშო პრაქტიკა აქვს და მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა. უდინელებს 22 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი