საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში ისევ მოხვდა

0
21

საბა საზონოვი, რომელის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, „ტორინოს“ განაცხადში ზედიზედ მეორედ მოხვდა. მე-17 ტურში ტურინელები სახლში „კალიარის“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საზონოვი განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. 2024-2025 წლების სეზონში „ტორინომ“ 23 წლის ქართველი მცველი „ემპოლიში“ გაანათხოვრა, მაგრამ სექტემბერში ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა. თუმცა, მან ივნისში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ითამაშა, სადაც საფრანგეთთან დრამატულ შეხვედრაში ისევ დაშავდა და მოედანზე დაბრუნებას ხანგრძლივი დრო მოანდომა.
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლებიდან 28-ე წუთზე ანგარიში ვლასიჩმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე პრატიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 66-ე წუთზე „კალიარიდან“ თავი კილიჩსოიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ტორინო“ 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი