უსმან დემბელე: „მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება“

0
13

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელეს მიაჩნია, რომ მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. მან ამის შესახებ ფიფას ვერსიით 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ყველა ჩემს თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო, მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. მადლობა ჩემს ოჯახსა და პსჟ-ს, რომელთან ერთად ფანტასტიკური სეზონი გვქონდა. მადლობა ჯანი ინფანტინოს, რომლის შეტყობინება ჩემს დაბადების დღეზე მივიღე. იმედია, აქ მომავალ წელსაც დავბრუნდები“ – განაცხადა დემბელემ, რომელმაც კუთვნილი პრიზი კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ The Best FIFA-ს დაჯილდოვებაზე მიიღო.
გასულ სეზონში დემბელემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთანავე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. იგი “ოქროს ბურთის” გამარჯვებულიც გახდა. დემბელემ 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი