ჟარდიმი „კრუზეიროდან“ გაუშვეს

0
4
CAPTION CORRECTS COACH ID Monaco coach Leonardo Jardim gestures during the Champions League Group A soccer match between Monaco and Atletico Madrid at the Louis II stadium in Monaco, Tuesday, Sept. 18, 2018. (AP Photo/Claude Paris) CORRECTION Monaco Soccer Champions League

ლეონარდუ ჟარდიმი „კრუზეიროს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „კრუზეიროს“ 2025 წლის თებერვლიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო 15 დეკემბერს ბრაზილიის თასის ნახევარფინალში პენალტების სერიაში „კრუზეიროსთან“ დამარცხდა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჟარდიმმა „მონაკოს“ საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო „ოლიმპიაკოსთან“ ერთად საბერძნეთის თასი აიღო. გარდა ამისა, მან საუდის არაბეთის „ალ-ჰილალთან“ ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი