გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურის იუწყება:
“გიორგი არაბიძე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით, კლუბის მხრიდან გაგრძელების ოფციით გაფორმდა.გიორგი არაბიძე “ტორპედოში” 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან ჩვენი კლუბის მაისურით 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში 26 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ვულოცავთ გიორგის სახლში დაბრუნებას და წარმატებებს ვუსურვებთ “ტორპედოსთან” ერთად”.
27 წლის გარემარბმა გასული წელი სამხრეთ კორეის “ულსანში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მან სამხრეთ კორეის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგაში – 5.
ლაშა თაბაგარი





