კიტეიშვილის „შტურმი“ შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ დამარცხდა

0
7

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, უეფას ევროპა ლიგის ფაზის მე-6 ტურში სერბეთის მოქმედ ჩემპიონ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
საქართველსო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორჯერ შორი მანძილიდან მეტოქის კარს დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ. „შტურმს“ პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იატამ ვერცერთი გამოიყენა. სტუმართა რიგებში შესვენების შემდეგ ავსტრიის ეროვნული გუნდის ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი არ გამოჩენილა, რომელმაც ტრავმა მიიღო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დაწყებოდან ათ წუთში გავიდა, როდესაც ელსნიკმა კუთხური ჩააწოდა და ბელგრადელთა კაპიტანმა ივანიჩმა ახლო ძელთან მცველს დაასწრო, რის შემდეგ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 0:1. დარჩენილ დროში გრაცელები ანგარიშის გათანაბრებას ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
„შტურმი“ 4 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 28-ე ადგილზეა. გრაცელები ევროპა ლიგაში მომდევნო თამაშს 2026 წლის 22 იანვარს სტუმრად როტერდამის „ფეინოორდთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი