„ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი ზედიზედ მეორედ MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი პირველია, რომელიც სეზონის MVP მიჯრით ორჯერ გახდა.
გარდა ამისა, მესი მეორე მოთამაშეა „კანზას სიტის“ ექსფორვარდ სერბი პრედრაგ რადოსლავლევიჩის შემდეგ, რომელმაც ეს პრიზი ორჯერ მოიპოვა.
საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში არგენტინელმა 70,43% დააგროვა – ანდრეს დრეიერს, დენის ბუანგას, ევანდერსა და სემ სურიჯს აჯობა. ამ გამოკითხვაში მასმედია, მოთამაშეები და კლუბები მონაწილეობენ. მესიმ მასმედიის ხმების 80, 05 %, მოთამაშეების 55,17% და კლუბების 73, 08% მიიღო.
ამასთანავე მესიმ რეგულარული სეზონის „ოქროს ბურთი“ მოიგო – 29 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მასზე მეტი ბურთი MLS-ის ისტორიაში მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეაგდო – კარლოს ველამ (34), ხოსეპ მარტინესმა (31) და ზლატან იბრაჰიმოჩმა (30).
შეგახსენებთ, რომ მესის კაპიტნობით „ინტერ მაიამიმ“ არსებობის ისტორიაში პირველად MLS-ში გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი





