„თელავმა“ ლიგაში დასარჩენად სერიოზული ნაბიჯი გადადგა

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა „თელავმა“ პლეი-აუტის პირველი მატჩი სტუმრად ტყიბულის „მეშახტესთან“ ჩაატარა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა.
შეხვედრა ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და 1:1 დასრულდა. ლადო ბურდულის გაწვრთნილი „მეშახტე“ 39-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც სტუმართა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ბექა შუბითიძემ საჯარიმოში ჩააწოდა და ნიგერიელმა ფორვარდმა კლეოპას ტიმმა თავით გაიტანა.
56-ე წუთზე ტყიბულელთა მცველმა ზაზა გუგეშაშვილმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რომელსაც მიხეილ ბაშალეიშვილი დაეუფლა და პასი გაუკეთა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ ანდრია დევდარიანს, ამ უკანასკნელმა კი ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 დეკემბერს ჩატარდება.
მეშახტე 1:1 თელავი
ლაშა თაბაგარი