„ლოზანამ“, რომლის ღირსებას გაბრიელ სიგუა იცავს, შვეიცარიის თასზე გამოსვლა 1/8-ფინალში დაასრულა.
ლოზანელები სტუმრად „ივერდონს“ შეხვდნენ და დამატებულ დროში დამარცხდნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 72-ე წუთზე გაათანაბრეს. დამატებითი დრო დაინიშნა და „ივერდონმა“ 115-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი





