მიქაუტაძის ტაიმი და საგოლე პასი

0
16

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მეორე საგოლე პასი მიითვალა. მე-11 ტურში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
22-ე წუთზე მიქაუტაძე მეტოქის საჯარიმოში მცველისთვის გვერდის ავლას ცდილობდა და მისი ფეხიდან ბურთი ხერარდ მორენოს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მოლეირომ გამოიჩინა, ხოლო ორ წუთში კომესანიამ ანგარიშში სხვაობ კიდევ უფრო გაზარდა. 65-ე წუთზე „რაიო ვალეკანოს“ კარი პერესმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლია არ გასულა.
„ვილიარეალი“ 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი