კოკერილმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
13

ნოემბრის სანაკრებო სეზონის დაწყებამდე, რიჩარდ კოკერილმა “ბორჯღალოსნების” 35 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
შერკინება: ნიკა აბულაძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გაგა სინაურიძე.
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზურაბ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, დავით ნინიაშვილი.
ნოემბერში ბორჯღალოსნები სამივე ტესტ-მატჩს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამართავენ. 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-სთან ჯახის შემდეგ, 15 ნოემბერს იქვე კანადას დავუპირისპირდებით, 22 ნოემბერს კი იაპონიას თბილისში ვუმასპინძლებთ.
ლაშა თაბაგარი