„ლივერპული“ ლიგის თასიდან გავარდა – მამარდაშვილი არ ათამაშეს

0
12

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა. პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი 1/8-ფინალში შინ „კრისტალ პალასთან“ 0:3 დამაცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლივერპულელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია.
სტუმრებიდან მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში სარმა გახსნა, რომელმაც ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. 88-ე წუთზე „კრისტალ პალასიდან“ თავი იერემი პინომ გამოიჩინა.

ლაშა თაბაგარი