დონეცკის „შახტარი“ უკრაინის თასს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. დონეცკელები 1/8-ფინალში სტუმრად კიევის „დინამოს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
შეხვედრის 49-ე წუთზე „შახტარიდან“ ანგარიში ლუკა მეირელეშმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი იარმოლენკომ გაიტანა. 79-ე წუთზე კიეველიბიდან თავი გერერომ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





