გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ესპანეთის თასზე პირველი გოლი გაიტანა. 1/64-ფინალში „ვილიარეალი“ სტუმრად მე-5 ლიგის „სიუდად დე ლუსენას“ შეხვდა და 6:0 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. 81-ე წუთზე „ვილიარეალის“ კუთხურის შემდეგ, სტუმართა ფეხბურთელმა თავით დაარტყა და ბურთი მასპინძლების მცველს მოხვდა, ხოლო საჯარიმოში მყოფი მიქაუტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში 6 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამ შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





