საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ისლანდიასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, თავისი ფეხბურთელები და მთავარი მსაჯი გააკრიტიკა.
„გაბრაზებული ვარ იმის გამო, მეორე გოლი როგორც გავუშვით. ძალიან გახსნილები ვიყავით, მაღლა ვიმყოფებოდით და გუნდს არასწორი მდგომარეობა ეკავა. შესაძლოა, ცოტა კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ მსგავსი რამ არ უნდა მოგვივიდეს.
ჩვენს კარში გატანილი პირველი გოლის დროს თამაშის წესი კონეზე დაარღვიეს. სჩანს, ზოგჯერ მსაჯებს სძინავთ. ეს ბურთი არ უნდა ჩათვლილიყო“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი





