ზიდანი: „ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა“

0
11

ზინედინ ზიდანს მსოფლიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი რონალდო მიაჩნია.
„მსოფლიო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება რომ მომიწიოს, რონალდოს ავირჩევდი ბრაზილიის ნაკრებიდან. ის რასაც მოედანზე აკეთდება დაუჯერებელია. მეტოქეს ეუბნებოდა: „ახლა ფინტს გავაკეთებ“ და აკეთებდა“ – იუწყება ESPN ლეგენდარული ფრანგის ნათქვამს, რომელსაც რონალდოსთან ერთად მადრიდის „რეალში“ არაერთი სეზონი ჩაუტარებია.
„ფენომენად“ წოდებული რონალდო კარიერის განმავლობაში „კრუზეიროში“ და „კორინთიანსში“, ნიდერლანდების პსვ-ში, ესპანეთის „ბარსელონაში“ და „რეალში“, იტალიის „ინტერში“ და „მილანში“ თამაშობდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 529 მატჩში 164 გოლი გაიტანა. რონალდომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში გამართულ 105 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 65-ჯერ აიღო და 32 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი