ფრენკი დე იონგი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

0
11
BARÇA - SEVILLA

ფრენკი დე იონგი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველი 15 ოქტომბერს კლუბთან ხელშეკრულებას 2029 წლის ივნისამდე დადებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ის „ბარსელონამ“ 2019 წელს 85 მილიონ ევროდ ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეიძინა. დე იონგმა ესპანური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 267 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა.
მან ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. დე იონმა ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ 62 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი