იტალიის ეროვნული გუნდის და „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იმ ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, რომლებიც ოდესმე გაუწვრთნია.
სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო კვარაცხელია ნეაპოლელთა ღირსებას 2022-2025 წლებში იცავდა. ხვიჩამ 2022-2023 წლების სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
სპალეტის მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები ასეთია:
ვოიცეხ შჩესნი, ჯოვანი დი ლორენცო, კალიდუ კულიბალი, კრისტიან კივუ, მარეკ იანკულოვსკი, დავიდ პისარო, დანიელე დე როსი, მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი, ხვიჩა კვარაცხელია, ედინ ჯეკო.
სპალეტი კარიერის განმავლობაში ასევე „უდინეზეს“, მილანის „ინტერს“, „რომას“ და „ზენიტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





