„ვილიარეალმა“, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე წლის ზაფხულში შეეურთდა, ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მას პირველი ტაიმის შუაწელში გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მარცხეან ფრთიდან თანაგუნდელის მიერ საჯარიმოში გაკეთებული პასის მერე ვარდნაში დაარტყა, მაგრამ უნაი სიმონმა ბურთი მოიგერია.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე მოლეირომ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. „ვილიარეალი“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





