დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და „სენტ-ეტიენში“ ითამაშა

0
11

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მოირჩინა და „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშა. მე-6 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „რეიმსი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლები 27-ე წუთზე სტასინმა დააწინაურა, ხოლო ტეუმამ 43-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 45-ე წუთზე სტასინმა დუბლი შეასრულა. 49-ე წუთზე მილადინოვიჩმა მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 69-ე წუთზე ტეუმამ თავი მეორედ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი