კიტეიშვილი დაბრუნდა და „ზალცბურგთან“ მოიგო

0
15

ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო სექტემბერში ეროვნულ გუნდში ვერ ითამაშა, გამოჯანმრთელდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში „ზალცბურგთან“ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ზალცბურგს“ 2:0 აჯობა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. 22-ე წუთზე „ზალცბურგი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან დიაბატემ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 41-ე წუთზე ანგარიში ჰორვატმა გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე თავი იატამ გამოიჩინა.
„შტურმი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „რაპიდს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი