გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ მაისურით ბოსნიის ჩემპიონატში მეორე საგოლე პასი შეასრულა. მე-7 ტურში სარაევოელები სტუმრად „შიროკი ბრეგთან“ 1:2 დამარცხდნენ.
გულიაშვილმა სტუმრებს შეუცვლელად უკაპიტნა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე, როდესაც „შიროკო ბრეგი“ 2:0 იგებდა, გოლი კუპრესაკს გაატანინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ჯერ ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია, არადა, გასულ სეზონში მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





