ლუკა გაგნიძის დებიუტი „გრანადაში“

0
8

ლუკა გაგნიძემ „გრანადას“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში გრანადელები შინ „ლეგანესს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. ის მოსკოვის „დინამომ“ ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„ლეგანესიდან“ 36-ე წუთზე დავიდ გარსიამ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო რობერტო ლოპესმა 69-ე წუთზე მასპინძლების კარი კიდევ ერთხელ აიღო. „გრანადამ“ მიმდინარე სეზონში 1 ქულა აიღო და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი