„ექსელსიორი“, რომელსაც ზაფხულში ირაკლი ეგოიანი შეუერთდა, ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-5 ტურში შინ როტერდამის „სპარტასთან“ 0:1 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ექსელსიორმა“ მიმდინარე სეზონში ერთი თამაში მოიგო და 3 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





