გოგლიჩიძის „უდინეზეს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება სტუმრად

0
12

„უდინეზემ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. უდინელებმა სამი ქულა ისევ სტუმრად აიღეს. კერძოდ, „პიზას“ მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
„უდინეზედან“ ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე იკერ ბრავომ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
„უდინეზე“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 2 ქულით ჩამორჩება.
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში „ლივერპულლმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება გასვლაზე „ბარნლის“ 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე თადარიგში იყო და კვლავ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი