წიტაიშვილის და აბუაშვილის პირველი ქულა ლიგა 1-ში

0
9

„მეცმა“, რომეშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრნაგეთის ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველი ქულა აიღო. მე-4 ტურში „მეცმა“ შინ „ანჟერთან“ 1:1 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში წიტაიშვილი მოხვდა, რომელიც 72-ე წუთზე აბუაშვილმა შეცვალა. მასპინძლებიდან მე-14 წუთზე ანგარიში გბამინმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე დიალომ პენალტი ვერ გამოიყენა. სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 90-ე წუთზე აბდელიმ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
„მეცი“ 1 ქულით 18-გუნდიან საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი