კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
რუმინულმა გუნდმა პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად თურქეთის „ბაშაქშეჰირი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სახლში მეტოქეს 3:1 სძლია.
კრაიოვაში ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. 81-ე წუთზე, როდესაც „უნივერსიტატია“ 2:1 იგებდა, მექვაბიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მდგომი ნსიმბა მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში 4 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგაში – 2.
კონფერენს ლიგას გამოეთიშა ლაშა ოდიშარიას „რიგასი“, რომელმაც სტუმრად მალტის „ჰამრუნთან“ 0:1 წააგო, ხოლო სახლში 2:2 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბს ტრავმის გამო მალტელებთან არცერთხელ უთამაშია. „ჰამრუნი“ მალტის ფეხბურთის ისტორიაშ პირველი კლუბია, რომელიც ევროთასის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





